პუბლიკაციები
საქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. დღეს საქართველოს დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის ხელმძღვანელობით მონაწილეობას მიიღებს ნატოს მინისტერიალში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, რომელიც 1-2 აპრილს ბრიუსელში გაიმართება.
თეთრად შემოსილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ISAF-ის ოპერაციის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრაში, თუმცა ნატოში ჩვენს მიღებას არ აპირებენ, ამიტომ ამიერიდან ავღანეთში დაღუპული ყველა ქართველი სამხედროს სისხლი მათი სიცოცხლეებით მოვაჭრე ფანჯიკიძის თეთრ სამოსს და მარგალიტებს შეეშხეფება!
ფანჯიკიძეს დიდად არ ჩამორჩა არც ნატოს გენერალური მდივანი, რომელმაც თავის სპეცწარმომადგენელ ჯეიმს აპატურაისთან დუეტში, პენსიაზე გასვლის წინ განაცხადა, რომ საქართველოს ნატოში მიიღებენ (როგორც ჩანს, პრეზიდენტ ობამას მიუხედავად), ზუსტად ისე, როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა ბუშ-უმცროსმა, რომელმაც პენსიაზე გასვლის წინ საქართველოსთან თანამშრომლობის ქარტიას მოაწერა ხელი...