პუბლიკაციები
იანა ამელინა: „საქართველოს შემდგომი ფრაგმენტაციის საკითხი განსაკუთრებულ აქტუალობას შეიძენს“

zarub-3საქართველო, 31 მარტი, საქინფორმი. ბოლო თვეების მოვლენები უკრაინაში, შემდგომ კი ყირიმის რეფერენდუმი ნახევარკუნძულის რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნების საკითხზე წყალგამყოფ ხაზად იქცა რუსეთის სახელმწიფოს სტრატეგიულ მოკავშირეებსა და მტრებს შორის. მხარეების პოზიცია თვალსაჩინოა საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოღვაწეეებისა და, ასევე, ინტერნეტის რიგითი მომხმარებლების კომენტარებიდან.

კავკასიური ქედის ორივე მხარეს ოსებმა ერთმნიშვნელოვნად პრორუსული პოზიცია დაიკავეს. სამხრეთ ოსეთმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა საკუთარი თავი რუსეთის ერთგულ სტრატეგიულ პარტნიორად, ხოლო ჩრდილოეთ ოსეთმა - კავკასიაში რფ-ის ფორპოსტად. ანალოგიური პოზიციებიდან აფასებდნენ მომხდარს აფხაზეთშიც.

საქართველომ, რომლის სტრატეგიულ ამოცანასაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ანუ ძალადობრივი გზით თავის შემადგენლობაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება წარმოადგენს, უკრაინის მოვლენებზე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხელმძღვანელობისა და საზოგადოებისგან დიამეტრულად განსხვავებული რეაგირება მოახდინა. უკრაინის კრიზისის დაწყებისთანავე საქართველოს ხელმძღვანელობამ მხარი დაუჭირა მაიდანს, შემდეგ კი ახალ არალეგიტიმურ ხელისუფლებას.

განსაკუთრებით მკვეთრი განცხადებები გააკეთა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. მართალია, ყირიმის რეფერენდუმის შემდეგ ისინი ცოტა დაცხრნენ, მაგრამ ოფიციალურ თბილისს რეფერენდუმის შედეგები არ უღიარებია.

ქართული მედიის, ბლოგერებისა და სხვა „საზოგადო მოღვაწეთა“ უმეტესობა, რომლებიც ანტირუსულ პროპაგანდას ეწეოდნენ ფორუმებსა და სოციალურ ქსელებში, აქტიურად ხარს უჭერდა მაიდანს და უკრაინის უკანონო ხელისუფლებას, ისინი აღშფოთებას გამოთქვამდნენ რუსეთის „აგრესიული პოლიტიკის“ გამო და ნიშნის მოგებით ელოდნენ, რომ დასავლეთის სანქციებით შეშინებული რუსეთი უკან დაიხევდა. ვერ მიართვეს. ახლა ისინი დაბნეული არიან, რადგან თვალსაჩინოა, რომ ყირიმის რუსეთთან შეერთებას მოჰყვება რფ-ის ამიერკავკასიული პოლიტიკის, მოკლე ხანში კი, შესაძლოა, რეგიონის მთელი პოლიტიკური რუკის ხელახალი დაფორმატება.

2013 წლის ნოემბრის სამიტზე ვილნიუსში საქართველომ მოახდინა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირება. როგორც ამ დღეებში გახდა ცნობილი, უკვე სექტემბერში შესაძლოა ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმაც მიიღოს (პოლიტიკურ სამხედრო, ეკონომიკურ და სამართლებრივ სფეროებში კონკრეტული მოთხოვნების ნუსხა, რომელთა შესრულების შემდგომაც ქვეყანას ალიანსში იღებენ). ამ საკითხის საბოლოო გადაწყვეტა დამოკიდებული იქნება უკრინის კრიზისის შედეგზე, რადგან ნატოს წევრი ქვეყნების უმრავლესობა არ ეგუება რფ-ის შემადგენლობაში ყირიმის მიღებას (ეს მათი პრობლემაა, თუმცა ახლა საუბარი ამაზე არაა).

ნატოში საქართველოს შესვლა მიუღებელის რუსეთისთვის, რასთან დაკავშირებითაც დღის წესრიგში დგება ამჟამინდელი სახით ამ სახელწიფოს შემდგომი არსებობა. რეგიონული, კერძოდ, რუსეთ-ირანისა და რუსეთ-თურქეთის თანამშრომლობის აქტივაცია ამიერკავკასიაში, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, რფ-ს თურქეთის, ირანისა და სხვა სახელმწიფოების მაკავშირებელი რიგი ახალი და უკვე არსებული სატრანსპორტო კორიდორების შექმნასა და გაფართოებას ითვალისწინებს, რეგიონში არსებულ სიტუაციაზე სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი გავლენის ფაქტორი ხდება. ამ გეგმების რეალიზაცია გართულებულია ოფიციალური თბილისის არაკონსტრუქციული პოზიციის გამო, რომელიც ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კურსს აგრძელებს. საქართველო მზად არაა აფხაზეთში სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე თანხმობის მისაცემად, რადგან ამ შემთხვევაში იგი დე-ფაქტო აღიარებს რესპუბლიკას. იმავე მიზეზებით შეუძლებელია ტრანსკავკასიური მაგისტრალის სატრანსპორტო გზის გაზრდა. სომხეთის დებლოკირება ასევე არ წარმოადგენს ოფიციალური თბილისის პრიორიტეტს.