უცხოეთი
„მაიდნის კომენდატურის მე-7 სართულზე აშშ-ის საელჩოს შტაბი მუშაობდა. სნაიპერები ამ შენობიდან ისროდნენ“

zarub-1საქართველო, 31 მარტი, საქინფორმი. რფ-ის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში ვიტალი ჩურკინი განმარტავს, თუ რატომ ვერ უთხრა უარი რუსეთმა ყირიმელებს მათი თვითგამორკვევის უფლებასთან დაკავშირებით.

გაეროს გენერალური ასამბლეა ხუთშაბათს ნიუ იორკში შეიკრიბა, რათა უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე ემსჯელა. აღსანიშნავია, რომ გენასამბლეის გადაწყვეტილებებს მხოლოდ რეკომენდაციის ხასიათი აქვს, განსხვავებით გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციებისგან.

და მაინც, კიევი შეეცადა, პლანეტა მიემხრო. გენასამბლეაზე გავრცელდა უკრაინაში მომზადებული რეზოლუციის ვარიანტი. ბუნებრივია, რუსეთის გაკიცხვის თანხლებით. თუმცა, რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა გენასამბლეის ტრიბუნიდან ისეთი განცხადება გააკეთა, რომ დარბაზი გაყუჩდა.

„უკრაინაში კრიზისის პროვოცირება გარე ძალებმა მოახდინეს, რომლებსაც განზრახული ჰქონდათ რუსეთისა და უკრაინის საუკუნეობრივი კავშირის გაწყვეტა, - განაცხადა დიპლომატმა, - ანტისამთავრობო დემონსტრანტების რიგებში აშკარად მარშირებდნენ ევროკავშირის მინისტრები და სხვა მოღვაწეეები. კიევის ცენტრალური მოედანი გასამხედროებულ ბანაკად იქცა. პროფკავშირების სახლში  მაიდნის კომენდატურა მოეწყო, ხოლო ამ შენობის მე-7 სართულზე მუდმივად მოქმედებდა აშშ-ის საელჩოს შტაბი. სწორედ ამ შენობიდან ისროდნენ სნაიპერები. რუსეთი უარყოფითად ეკიდება გენასამბლეის რეზოლუციის კიევურ პროექტს. რუსეთს არ შეეძლო ყირიმელებისთვის უარი ეთქვა თვითგამორკვევის უფლებაზე“.

ამ განცხადების შემდეგ გენასამბლეისადმი კიევის მიმართვის აქტუალობა ამოიწურა.