აქტუალური
ფადი ასლი - გოგი თოფაძეს: „ვიაგრას იმპორტსაც მოვახდენ... თქვენი იმპოტენცია განკურნებული იქნება!”

aqtual-2საქართველო, 31 მარტი, საქინფორმი. ბიზნესმენმა ფადი ასლიმ გოგი თოფაძის იმ ბრალდებას უპასუხა, სადაც თოფაძე ფადი ასლის მიერ შემოტანილ ქათმის ბარკლებზე ლაპარაკობს და აცხადებს, რომ ისინი მამაკაცის პოტენციაზე ცუდად მოქმედებს.

,,გოგი თოფაძე, ვწუხვარ, რომ თქვენ ასეთი დიდი რაოდენობით გაქვთ მოხმარებული ჩემ მიერ იმპორტირებული ქათმის ბარკალი. მაგრამ არ ინერვიულოთ, გოგი, მე ვიაგრას იმპორტსაც მოვახდენ. ასე რომ, თქვენი იმპოტენცია იქნება განკურნებული!“, - წერს ფადი ასლი.