უცხოეთი
ობამას რეიტინგი რეკორდულ ნიშნულამდე დაეცა

1-reiting-O-zar-2საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. იმ ამერიკელთა რიცხვი, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას ქმედებებს არ ამართლებენ, 59%-მდე გაიზარდა და ახალი ანტირეკორდი დაამყარა “ასოშიეითედ პრესის” მიერ კომპანია GkfK-სთვის შეკვეთილი გამოკითხვის შედეგად.

ობამას ანტირეიტინგი სტაბილურად იზრდებოდა 2012 წლის ბოლოდან. იანვარში მის ქმედებებს იწუნებდა ამერიკელთა 53%, იმაზე 5 %-ით მეტი, ვიდრე წინა თვეში.

მარტის გამოკითხვის შედეგები რეიტინგის მკვეთრად დაცემას მოწმობს. ამერიკელთა მხოლოდ 39% იწონებს თავისი პრეზიდენტის ქმედებებს, მაშინ როცა 59% მის პოლიტიკას არ ეთანხმება. კრიტიკის საგანია თეთრი სახლის საერთაშორისო პოლიტიკაც. იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომლებიც სხვა ქვეყნებთან მიმართებაში ობამას პოლიტიკას არ იწონებს, იანვრიდან 10-პროცენტიანი პუნქტით - 58%-მდე გაიზარდა.

მსოფლიოში მთავარ განსახილველ საგნად უკრაინის მოვლენები იქცა. გამოკითხვის თანახმად, ამერიკელთა 57 % არ იწონებს ობამას პოლიტიკას ამ ქვეყანასთან მიმართებაში. გამოკითხვაში ასევე ფიგურირებს რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობა უკრაინის მოვლენების კონტექსტში - გამოკითხულთა უმრავლესობა (54%) ობამას ქმედებებს არ ეთანხმება.

2-24 მარტის გამოკითხვებში ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. ცდომილება 3,4%-ს არ აღემატება.