სამართალი
“მეც მიშა ვარ! მეც დამკითხეთ!“ - დაპირისპირება პროკურატურასთან

1-dapirisp-sam-2საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. გუშინ, 27 მარტს, პროკურატურასთან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციისა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა (ვიდეორეპორტაჟი იხილეთ აქ).

ინციდენტი დაიწყო მას შემდეგ, რაც კონტრაქციის მონაწილეებმა სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის ერთ-ერთ მონაწილეს დაუხიეს პლაკატი წარწერით: მადლობა მიშას“. ისინი აპროტესტებდნენ ქვეყნის ყოფილი პირველი პირის საგამოძიებო უწყებაში დაბარებას. მათ ჰქონდათ პლაკატები წარწერით: მეც მიშა ვარ, დამკითხეთ!“.

საგამოძიებო უწყებასთან სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ადგილი ჰქონდა როგორც სიტყვიერ, ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფას. ყოფილი პრეზიდენტის მოწინააღმდეგეებმა კონტრაქციის მონაწილეებს კვერცხებიც დაუშინეს. სამართალდამცავებმა ორი აქციის გამიჯვნა ცოცხალი ჯაჭვით სცადეს, თუმცა ფიზიკური დაპირისპირების თავიდან აცილება მაინც ვერ მოხერხდა. შედეგად სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი, მათ შორის კონტრაქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი მელორ ვაჩნაძე დააკავეს.

მოგვიანებით ვითარება განიმუხტა, სააკაშვილის მხარდამჭერებმა პროკურატურის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს და განაცხადეს, რომ მათ აქციის ჩატარების შესაძლებლობა სპეციალურად არ მისცეს.