პუბლიკაციები
პრემიერი ღარიბაშვილი: „პრეზიდენტ ობამას განცხადება ადეკვატურია და აბსოლუტურად ასახავს რეალობას“

1-realnost-saz-2საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. პრეზიდენტ ობამას განცხადება ადეკვატურია და აბსოლუტურად ასახავს რეალობას, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს. პრემიერის შეფასებით, მოსახლეობისთვის ილუზიების შექმნა მიუღებელია, ვინაიდან ნატოს გაფართოება ამ ეტაპზე არ იგეგმება.

"ჩვენთვის მიუღებელია მოსახლეობისთვის ცრუ მოლოდინების შექმნა და შემდეგ  იმედგაცრუება. ჩვენ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები, გავაგრძელოთ რეფორმები და გზა ევროკავშირისკენ. ნატოსთან დაკავშირებული მოლოდინები მცდარი არ უნდა იყოს. შესაბამისად, პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა ის, რაც რეალობაა", - განაცხადა გუშინ ირაკლი ღარიბაშვილმა.