უცხოეთი
საქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. რფ-ის სამხედრო ძალების გენშტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა განმარტა ყირიმის რესპუბლიკის ტერიტორიიდან უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების გაყვანის წესი და განაცხადა, რომ რფ-ის დროშები რესპუბლიკის 193-ვე სამხედრო ქვედანაყოფში აღმართეს.
მისივე თქმით, ყველა სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში სამსახურის სურვილი გამოთქვა, სამხედრო ნაწილების გაკარგულებაში აღარაა და უკრაინაში ორგანიზებულად გასამგზავრებლად ემზადება.
„სევასტოპოლში, ლაზარევის ქუჩაზე მდებარე №6 სახლში მათთვის გახსილია რეგისტრაციის დროებითი პუნქტი, სადაც 25 მარტის მდგომაროებით 1.5 ათასამდე სამხედრო მოსამსახურეა რეგისტრირებული“, - დასძინა გენშტაბის უფროსმა.