აქტუალური
საქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და კანადის პრემიერ-მინისტრ სტეფან ჰარპერს შორის შეხვედრა გაიმართა.
მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკურიკონსულტაციების მომდევნო ეტაპს ელოდება და მოხარული იქნება, თუ თბილისში კანადის საელჩო გაიხსნება.
“ეს ხაზს გაუსვამს საქართველოსა და კანადის პარტნიორობის მნიშვნელობას, რომლის გაღრმავებისთვის საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ დაიშურებს”, -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.