უცხოეთი
საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. აშშ აცხადებს უკრაინისთვის ყირიმის საკითხში თავისი მხარდაჭერის შესახებ, - აღნიშნულია უკრაინისა და აშშ-ის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ჰააგაში ბირთვული უსაფრთხოების სამიტისას იქნა მიღებული.
პოლიტიკური კრიზისი უკრაინაში 2013 წლის ნოემბრის ბოლოს დაიწყო, როცა მინისტრთა კაბინეტმა ქვეყნის ევროინტეგრაციის შეჩერება გამოაცხადა. მასობრივი პროტესტები, რომლებსაც ევრომაიდანი ეწოდა, მთელ უკრაინას მოედო და იანვარში რადიკალებსა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
22 თებერვალს ქვეყანაში ხელისუფლების ძალით მიტაცება განხორციელდა. უმაღლესმა რადამ შეცვალა კონსტიტუცია, პარლამენტისა და შსს-ს ხელმძღვანელობა და დაამხო სახელმწიფოს მეთაური, რომელიც შემდგომში იძულებული გახდა, უკრაინა დაეტოვებინა.
27 თებერვალს უკრაინის პარლამენტმა დაამტკიცა ე. წ. „სახალხო ნდობის მთავრობა“ და პრემიერი არსენი იაცენიუკი გახდა.