სამართალი
საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაქ ობამას შეხვდა. აშშ-ის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოიკითხა და ბირთვული უსაფრთხოების სამიტის მუშაობაში წარმატება უსურვა.
ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს იყო მეგობარი სახელმწიფოს რჩევა.
„ეს არის ნორმალური პროცესი. მეგობარი სახელმწიფო ითხოვს, რომ პროცესი იყოს გამჭვირვალე. ორი დღეა აქ ვარ. მაქვს შეხვედრები და არცერთ შეხვედრაზე ეს საკითხი არ დასმულა. არ მესმის, ეს ისტერია საიდან მოდის. პროცესი იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე და კანონის უზენაესობა არის მთავარი“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.