აქტუალური
პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ლიტვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს შეხვდა

1-litvis-prez-akt-1საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. საქართველო- ლიტვის ახლო პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ლიტვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს შორის გამართულ შეხვედრაზე. მხარეებმა ორი ქვეყნის მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.  ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკურ და საინვესტიციო ურთიერთობაზე.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა დალია გრიბაუსკაიტეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესებში მხარდაჭერისთვის. გამოითქვა იმედი, რომ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა საქართველო-ევროკავშირის ურთერთობაში ახალ რეალობას შექმნის.

შეხვედრა ჰააგაში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში გაიმართა, მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე დაესწრნენ.