საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. აშშ-ის პოლიტიკის ორმაგი სტანდარტები და ორსახოვნება იმდენად საყოველთაოდ ცნობილია, რომ დიდი ხანია მტკიცებულებები აღარ სჭირდება, თუმცა ისინი თავისთავად ჩნდება. აი, ერთ-ერთი მათგანი:
5-დღიანი ომის შემდეგ ამერიკელებს ჰოსპიტალები “MADE IN USA” უკან არ წაუღიათ. ორიოდე მათგანი თავდაცვის ახალმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაშალა (მაგალითად, კახეთში).
მაგრამ დღეს, კომპეტენტური და სანდო უკრაინული წყაროებიდან საქინფორმისთვის ცნობილი გახდა, რომ დაახლოებით ექვსი თუ რვა ასეთი სამხედრო-საველე ჰოსპიტალი, პენტაგონის განკარგულებით, სასწრაფოდ იგზავნება საქართველოდან უკრაინაში.
საქინფორმს არ გააჩნია ისეთი მდიდარი შესაძლებლობები, როგორც მიხეილ სააკაშვილის ტელეკომპანიებს “რუსთავი 2”-ს და “იმედს”, რომ მუდმივად ჰყავდეს უკრაინაში ჟურნალისტები ან იქ კორპუნქტი შეინახოს, ამიტომ ამ ინფორმაციის შემოწმება ჩვენთვის ადვილი არ არის. თუმცა, თუ ის დადასტურდება, ეს შესაძლოა მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავდეს - აშშ უკრაინაში სამხედრო პროვოკაციას ამზადებს - კონფლიქტს, რომელიც, როგორც 2008 წლის აგვისტოში საქართველოში, ადგილობრივი ძალებით განხორციელდება. აი ჰოსპიტალები, სახვევი და საბრძოლო მასალა, წამალი და ტყვია-წამალი, პამპერსები, იარაღი და ინსტრუქტორები “MADE IN USA” - რამდენიც გნებავთ...
P.S. საქინფორმის დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში 2007 წელს ერთი ამერიკული სამხედრო-საველე ჰოსპიტალი გაიხსნა (უფროსი - ლაშა ქოიავა), თუმცა გერმანული აღჭურვილობით, უკრაინულ ავტომობილებზე და სასწრაფო დახმარების მანქანებით "Land Rover" თურქეთიდან.
![]() |
![]() |