უცხოეთი
საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. ყირიმი რუსეთის ტერიტორიის ნაწილია, ვაღიარებთ ამას თუ არა, ამით არაფერი იცვლება, - ამის შესახებ ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.
"დე ფაქტო ყირიმი რუსეთის ნაწილი გახდა. სიტუაცია დე ფაქტოდ ვითარდება. რა იქნება დე იურე – მომავალი გვაჩვენებს", - განაცხადა ლუკაშენკომ.მისივე თქმით, მინსკისგან არავინ ითხოვს ყირიმის, როგორც რუსეთის ფედერაციის ნაწილის, აღიარებას.
"ყირიმი არ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო. ის რუსეთის ტერიტორიის ნაწილია. შეიძლება ამის აღიარება ან არაღიარება, მაგრამ ამით არაფერი იცვლება. ჩვენგან არავინ მოითხოვს, ვაღიაროთ ან მხარი არ დავუჭიროთ მის შესვლას რუსეთის ფედერაციაში“, - განაცხადა მან მინსკში გამართულ ბრიფინგზე.