აქტუალური
ევროპარლამენტარ ვან ბაალენის დაჯილდოება

1-baalen-aqtual-1-mtსაქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის წინააღმდეგ ევროპარლამენტში წარმოებული აქტიური კამპანიისთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის კუთხით გაწეული პირადი წვლილისათვის ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქეს, ევროპარლამენტარ იოჰანეს კორნელის ვან ბაალენს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო ჯილდო - ,,ოქროს საწმისი’’ გადასცა.

ვან ბაალენის თქმით, ნიდერლანდების სამეფოს საქართველოსთან მრავალმხრივი ურთიერთობა აკავშირებს და ის მოხარული იქნება, თუ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდება. მისივე თქმით, მოხდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა და დღემდე ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის ნაწილი, რაც დაუშვებელია.