რედაქტორისგან
საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. “ჟვანია მოკლულია!” - პირველმა განვაცხადე და დავამტკიცე კიდევაც ეს ფაქტი გაზეთ “ასავალ-დასავალში” ჯერ კიდევ 2005 წელს, როცა მისი მეგობრების ერთმა ნაწილმა, პოლიტიკური კარიერის სანაცვლოდ, გაახსოვანა მკვლელის (სააკაშვილის) ვერსია, ხოლო მეორე ნაწილმა პირში წყალი ჩაიგუბა ახალი ხელისუფლების (ივანიშვილის) მოსვლამდე.
ყველაზე გასაოცარი კი ის გახლავთ, რომ ქართველ საზოგადოებას იმდენად აურიეს გონება გარდაცვალების “დელიკატურ გარემოებებზე” საუბრით, რომ არავის გასჩენია ელემენტარული კითხვა: დავუშვათ, ჟვანია და უსუპოვი მართლაც იყვნენ არატრადიციული ორიენტაციის და იმ დღეს კონსპირაციულ ბინაში ფარულად შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ განა შეიძლება, ამის გამო ადამიანი მოკვდეს ან თუნდაც მოკლან?!
არნო ხიდირბეგიშვილი
![]() |