უცხოეთი
ოლანდი: რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების სიაში 33 ადამიანია

1-oland-zar-2საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეორე დონეზე გადავიდნენ. სიაში მოხვდა 33 კაცი, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა.

„ევროკავშირმა სანქციების მეორე დონეზე გადასვლა გადაწყვიტა. ეს შეეხება ადამიანების გარკვეულ რიცხვს ისუფალი გდაადგილების, ვიზებისა და ასევე ფინანსების კუთხით. ა სიაშ 33 კაცი მოხვდება“, - განაცხადა ოლანდმა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის პირველი სამუშაო დღის დასრულებისას.

მან აღნიშა, რომ ევროკომისიამ დაიწყო „მესამე დონის“ - ეკონომიკური სანქციების მზადებაც, რომელთა შემოღებას ჯერ არ ჩქარობენ სიტუაციის გაუმჯობესების იმედით.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ იმ პირთა სია, რომელთა წინააღმდეგ ევროკავშირი უკრაინის სიტუაციის გამო სანქციებს აწესებს, დიდწილად იმეორებს ამერიკის სიას, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა.