უცხოეთი
აშშ კონსულტაციებს უწევს რფ-ს ინვესტორ კომპანიებს

konsultiruiut-ucx-2საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. იურისტები აშშ-ის ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების კომისიიდან უკავშირდებიან ამერიკულ კომპანიებსა და ინვესტფონდებს, რომლებსაც თანხები აქვთ დაბანდებული რუსულ ფასიან ქაღალდებში და აფრთხილებენ მათ შესაძლო რისკების შესახებ, - იტყობინება სააგენტო „როიტერი“ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

კომისიამ დაიწყო ორგანიზაციების კონსულტირება ისე, რომ არ აძლევს რჩევებს ინვესტიციების თაობაზე, თუმცა აფრთხილებს, იქონიონ მკაფიო გეგმა ვოლატილობის გაგრძელების შემთხვევაში რფ-ის აქციების ბაზარზე.

რუსეთის ფასიანმა ქაღალდებმა 28 თებერვლიდან 14 მარტამდე საშუალოდ 14%-ით დაიკლო, თუმცა გასულ კვირას 6.6 %-ით აღდგა. 2014 წლის დასაწყისთან შედარებით აქციები 12.3 %-ით გაიაფდა.

კომისიის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრეს ინვესტკომპანიებმა, რომლებსაც სახსრების 10%-ზე მეტი დაბანდებული აქვთ რუსულ ქაღალდებში. მათ შორის არიან:  ING Russian Fund, T Rowe Price Emerging Europe Fund, Fidelity Emerging Europe Middle East Africa Fund, Goldman Sachs BRIC Fund და ასევე, Templeton BRIC Fund.