საზოგადოება
ნოტარიუსთა პალატა მოქალაქეებს სამართლებრივ კონსულტაციას ონლაინ რეჟიმშიც გაუწევს

notariusta-palataგანცხადების, თანხმობისა და მინდობილობა-რწმუნებულების ინტერნეტის მეშვეობით დამოწმება საქართველოს მოქალაქეს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან შეუძლია, გარიგების ორი ან მეტი ნოტარიუსის მონაწილეობით დამოწმება კი საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან არის შესაძლებელი.

„ნოტარიუსთა პალატის იურიდიულ სამსახურს სამართლებრივი კონსულტაციისთვის თვეში 150-მდე მოქალაქე აკითხავს, სატელეფონო კონსულტაციას კი 1000-მდე ადამიანი იღებს. ონლაინ მომსახურება მოქალაქეებს, განსაკუთრებით უცხოეთში მყოფთ, სამართლებრივი კონსულტაციის მიღებას გაუმარტივებს“, - განუცხადეს საქინფორმს ნოტარიუსთა პალატაში.

მოქალაქეთა მომსახურების გამარტივებას ემსახურება, ასევე, მიმდინარე წელს აპრილიდან ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა თანახმად, სამკვიდროს მიღება უკვე ნებისმიერ ნოტარიუსთან არის შესაძლებელი. ამასთან, იპოთეკით დატვირთულ ქონებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავისას სააღსრულებო ფურცლის მიღება უკვე ნოტარიუსთან, სასამართლოს გვერდის ავლით, შეიძლება.