სამართალი
საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი ლევან ჩაჩუა, რომელიც ყოფილი პრემიერმინისტრის, განსვენებული ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსპერტიზაში მონაწილეობდა, "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ამბობს, რომ ინტერნეტით გავრცელებული ფოტოები ფალსიფიცირებულია.
ექსპერტი ასევე ამბობს, რომ გავრცელებული ფოტოების ავთენტურობა ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს:
"უნდა ჩატარდეს ფოტოების ავთენტურობასთან დაკავშირებით ექსპერტიზა და მე ამის შესახებ აუცილებლად განვაცხადებ. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ესაა ფალსიფიცირებული კადრები", - აღნიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა.