აქტუალური
საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. ფოტოები, რომლებიც სოციალური ქსელით გავრცელდა, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეში დევს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ძმამ, დეპუტატმა გოგლა ჟვანიამ განუცხადა.
გუშინ, 19 მარტს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომასალა სახელწოდებით "სააკაშვილმა მოკლა ჟვანია“. მასალაში ნაჩვენებია საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასა და მასთან ერთად გარდაცვლილი რაულ უსუპოვის ცხედრების ფოტოები. გავრცელებული ფოტოების მიხედვით, ცხედრებს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღინიშნებათ.
ფოტომასალა Youtube-ზე მომხმარებელი ჰაკიმ ფაშას სახელით არის ატვირთული.