უცხოეთი
ყირიმის შსს სიმფეროპოლში ორი მოკლულის შესახებ იუწყება

mvd-krima-ucx-2საქართველო, 19 მარტი, საქინფორმი. სიმფეროპოლში, ყუბანის ქუჩაზე ატეხილი სროლისას ორი ადამიანი დაიღუპა: თავდაცვის მებრძოლი და უკრაინის სამხედრო ნაწილის სამხედრო მოსამსახურე. ამის შესახებ ყირიმის შსს იუწყება.

უწყების უწინდელი ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სამხედრო-ტოპოგრაფიული და სანავიგაციო მთავარი სამმართველოს მე-13 ფოტოგრამეტრიულ ცენტრზე განხორციელებული „იერიშისას“ დაიღუპა პრაპორშჩიკი კაკაურინი და დაიჭრა კაპიტანი ფედუნი. ამასთან დაკავშირებით სამინისტრომ სამხედრო მოსამსახურეებს ყირიმში იარაღის გამოყენების ნება დართო. გენშტაბის უფროსმა - უკრაინის სამხედრო ძალების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა  მიხაილ კუცინმა ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს ვალერი გერასიმოვს აცნობა.

კუცინმა განაცხადა, რომ სიმფეროპოლში მომხდარ ინციდენტში უშუალოდ მონაწილეობდნენ რუსი სამხედროები და მოითხოვა, რომ დაუყოვნებლივ  შეწყვეტილიყო უკრაინის სამხედრო ნაწილების ბლოკადა ყირიმში.