საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი - პრემიერ ღარიბაშვილზე და მინისტრ ოდიშარიაზე: "მახსენებს ჩემს ახალგაზრდობას, ჩემზე უკეთესი პრემიერია! კულტურის მინისტრი არ გადის ძალიან კარგ მინისტრებში..."

Bizin-sazog-2საქართველო, 19 მარტი, საქინფორმი. გუშინ, 2014 წლის 18 მარტს, საღამოს 22 საათზე, TV „იმედის“ ეთერში ბიძინა ივანიშვილმა თეა სიჭინავას თოქშოუ „პოლიტიკის დრო“-ში პრემიერ ღარიბაშვილზე ილაპარაკა. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ 31 წლის პრემიერი ძალიან ბევრს მუშაობს და ამით მას საკუთარ ახალგაზრდობას ახსენებს, როცა ამ ასაკში ბიზნესს იწყებდა და ძალიან ბევრს მუშაობდა.

"მახსენებს ჩემს ახალგაზრდობას, ჩემზე უკეთესი პრემიერია!", – განაცხადა გუშინ ივანიშვილმა და ტელეინტერვიუში, აგრეთავე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ გურამ ოდიშარიაზეც ისაუბრა:

"მე შემიძლია გითხრათ თამამად, რომ კულტურის მინისტრი არ გადის ძალიან კარგ მინისტრებში", – განაცხადა ივანიშვილმა.