საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი - პრეზიდენტ მარგველაშვილზე: „გარკვეული იმედგაცრუება მივიღე, პრინციპულად განსხვავებული თვისებები აღმოაჩნდა, ხასიათი გამოავლინა მარგველაშვილმა არჩევნების შემდგომ...“

Bizin-sazog-1საქართველო, 19 მარტი, საქინფორმი. გუშინ, 2014 წლის 18 მარტს, საღამოს 22 საათზე, TV „იმედის“ ეთერში ბიძინა ივანიშვილმა თეა სიჭინავას თოქშოუ „პოლიტიკის დრო“-ში პრეზიდენტ მარგველაშვილზე ილაპარაკა.

"გარკვეული იმედგაცრუება მივიღე, პრინციპულად განსხვავებული თვისებები აღმოაჩნდა, ხასიათი გამოავლინა მარგველაშვილმა არჩევნების შემდგომ", – განაცხადა, კერძოდ, ივანიშვილმა და დაამატა, რომ მან არ იცის - რატომ გახდა გიორგი მაგველაშვილის ფავორიტი ვანო მაჭავარიანი, რომელიც საქართველოს ახალმა პრეზიდენტმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თავის მრჩეველად დანიშნა.

იქვე ივანიშვილმა თავისი მოსაზრება გამოთქვა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის შესახებ და აღნიშნა, რომ სანამ პრეზიდენტი გახდებოდა, სწორედ მარგველაშვილი იყო ყველაზე პრინციპული მოწინააღმდეგე პრეზიდენტის სასახლის ათვისებისა.