უცხოეთი
რფ სსრკ-ის ვალების „ნულოვან ვარიანტს“ განიხილავს, თუ კიევი 20 მლრდ დოლარს გადაიხდის

nulevoi-ucx-2საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. მოსკოვი უფლებას იტოვებს, დაუყოვნებლივ მოითხოვოს უკრაინისგან 20 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის კომპენსაცია, თუკი კიევი „ნულოვანი ვარიანტის“ პრობლემას დაუბრუნდება, ნათქვამია რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარში.

„რუსეთში გაოცებით შეხვდენ იაცენიუკის ე.წ. ინსტრუქციას დეშიცესთვის სსრკ-ის აქტივებისა და საგარეო ვალების თითქოსდა დაურეგულირებელ პრობლემებთან დაკავშირებით“, - განაცხადეს სმოლენსკის მოედანზე.

რფ-ის საგარეო პოლიტიკურ უწყებაში აღნიშნეს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ უკრაინისათვის გაგზავნილ 2005 წლის 31 მარტის ნოტაში ნათქვამი იყო, რომ რფ-სა და უკრაინას შორის 1994 წლის 9 დეკემბერს დადებული შეთანხმებით (ე. წ. ნულოვანი ვარიანტის შეთანხმება), ყოფილი სსრკ-ის სახელმწიფოს საგარეო ვალებსა და აქტივებთან დაკავშირებული სამართალმემკვიდრეობის საკითხების დარეგულირების თაობაზე, უკრაინამ ივალდებულა გადაეცა, ხოლო რუსეთის ფედერაციამ - მიეღო  ყოფილი სსრკ-ის სახელმწიფო საგარეო ვალში უკრაინის წილის გადახდის პასუხისმგებლობა. ამასთან დაკავშირებით, თუ უკრაინის მხარე „ნულოვანი ვარიანტის“ პრობლემას დაუბრუნდება, მაშინ რუსეთის მხარე უფლებას იტოვებს, უკრაინის მიერ ყოფილი სსრკ-ის ვალის - ზემონახსენები 20 მლრდ აშშ დოლარის დაუყოვნებლივ კომპენსაცია მოითხოვოს, რის შემდეგაც მზად ვიქნებოდით, გაგვეხილა უკრაინასთან მოლაპარაკების შესაძლებლობა „ნულოვანი ვარიანტის“ სხვა ასპექტებზე, - აღნიშნეს რფ-ის საგარეო უწყებაში.

უწინ იტყობინებოდნენ, რომ უკრაინას განზრახული აქვს ყოფილი სსრკ-ის ქონების ნაწილზე პრეტენზიების წარდგენა.