სააკაშვილის მეგობარმა კურდღელმა იაცენიუკმა სკვითების ოქრო ამერიკაში გაიტანა
საქართველო, 17 მარტი, საქინფორმი. „აი ამისათვის იაცენიუკი და ტურჩინოვი უნდა მოკლა. ჩაქუჩი ჩასცხო თავში“, - დაწერა სოცქსელებში ლევ გუმილიოვის ცენტრის დირექტორმა პაველ ზარიფულინმა და დადო ბმული დეტექტიური სახელმწოდებით „იაცენიუკმა სკვითების ოქრო ამერიკაში გაიტანა“. აქაოდა, ძმობილმა კურდღელმა, უკაცრავად, კიევის ვითომდა პრემიერმა აურზაურით ისარგებლა და შტატებში ქვეყნის ოქროს მარაგი და სკვითების რელიკვიები გაზიდაო. „კომსომოლკამ“ გადაწყვიტა, დეტალები პირველწყაროსგან დაედგინა.
- პაველ ვიაჩესლავის ძევ, საიდან გაქვთ ასეთი მონაცემები?
- ეს ჩვენმა დიდმა მეგობარმა გვაცნობა, რომელიც უწინდებურად უკრაინის ძალოვან სტრუქტურებში მუშაობს. რა თქმა უნდა, ვინაობასა და თანამდებობას არ დავასახელებ. 7 მარტს, ღამის 2 საათზე ბორისპოლის აეროპორტიდან აშშ-ში გატანილი იქნა უკრაინის ოქროს მარაგი და მთელი რიგი ძვირფასეულობა, სკვითების ოქროს ჩათვლით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრედიტის გარანტიით, რომლის უკრაინისათვის გამოყოფას აშშ შეეცდება. ყველაფერი გასაიდუმლოებული იყო, მაგრამ ისე მოხდა, რომ ინფორმაცია გამჟღავნდა და ახლა განგაშის ზარები უნდა შემოვკრათ. იმიტომ, რომ ეს დანაშაულია არა მხოლოდ უკრაინის სახელმწიფოს, არამდე მთელი ევრაზიული ცივილიზაციის წინააღმდეგ. სკვითების ოქრო ხომ ჩვენი იდენტურობის საფუძველია, რუსების, უკრაინელების, თურქებისა და ყირიმელი თათრების. მარტო ამისათვის ამჟამინდელი ხელისუფლება უნდა გაიწმინდოს და ამერიკიდან ოქრო დაბრუნდეს. - რა თანხის საგანძური გაიტანეს? და ოქროა ეს? - პირველ რიგში, საიუველირო სამკაულები. სინამდვილეში ეს ყველაფერი შეუფასებელია. ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ღირებულებაზე საუბარიც კი შეურაცხმყოფელია. სკვითებამდე ჩვენ არ ვიცით, რა იყო ჩვენს ტერიტორიაზე. ეს ჩვენი ცივილიზაციის საწყისის დასაბამია. ჩადენილია საუკუნის დანაშაული. - სად ინახებოდა ეს ოქრო ადრე? და ხელმისაწვდომი იყო თუ არა ფართო საზოგადოებისათვის? - როგორც ვხვდები, იგი უკრაინის სახელმწიფო საცავიდან გაიტანეს, ზოგჯერ მუზეუმებშიც გამოჰფენდნენ. საერთოდაც, ყველა უკრაინული მუზეუმი ახლა დიდ საფრთხეშია, რადგან ნებისმიერ მომენტში კულტურული მემკვიდრეობის სხვა ნაწილების გატანა ან გაძარცვა შეუძლიათ კიეველ ბანდიტებს. - თქვენმა წყარომ დაინახა, როგორ გაჰქონდა იაცენიუკს საგანძური? - მან ნახა ბრძანება. - რით გადაჰქონდათ ოქრო? - კონტეინერებითა და ინკასატორების მანქანებით. - და მათი გაჩერება არავის უცდია? - არა. უკრაინის პატრიოტული ხელმძღვანელობა განადგურებულია, ხოლო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში პატრიოტები ან გაათავისუფლეს, ანდა ისინი თავს აფარებენ რუსეთს. - ოქრო ახლა აშშ-ში დარჩება? - რა თქმა უნდა. ამერიკელებისთვის ოქროს მარაგს ოქროს წონა აქვს. მათ უამრავი ფული აქვთ, რომლის კონვერტირებაც არაფერში შეუძლიათ. ასე რომ, თითოეულ ოქროს მილიარდს კბილებით ჩაებღაუჭებიან, ისინი უკრაინაში სიტუაციის ყოველგვარ პროვოცირებას მოახდენენ, რათა ოქრო მათთან დარჩეს.