საზოგადოება
პრეზიდენტი და მთავარსარდალი მარგველაშვილი - ავღანეთში: „ეს არის ბრძოლა საქართველოს ძლიერებისათვის! მე ამაყი ვარ, რომ ვდგავარ იმ ხალხის გვერდით, ვისაც ქართული დროშა მსოფლიო მაშტაბით, ძალიან მაღლა აქვს აწეული! “

mtavarsardali-saz-3საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში დისლოცირებული საქართველოს შეიარაღებული ძალებისქვედანაყოფში იმყოფებოდა. ბრიტანული სამხედრო ბაზა ბასტიონის“ აეროდრომზე საქართველოს უმაღლეს მთავარსარდალს ISAF-ის სამხრეთ-დასავლეთისმიმართულების სარდალი, ბრიგადის გენერალი დანიელ იუ დახვდა. ამერიკელმა გენერალმა საქართველოს პრეზიდენტს მისიის მიმდინარეობის დეტალები დაქართული სამხედრო კონტინგენტის საბრძოლო ოპერაციებში მონაწილებასთან დაკავშირებული ინფორმაცია გააცნო.

შეხვედრის შემდეგ საქართველოს ოფიციალური დელეგაცია  ამერიკული სამხედრო ბაზის ლეზერნიკის“ ტერიტორიაზე განლაგებული საქართველოსშეიარაღებული ძალების 31-მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შტაბში ორბი“ გაემგზავრა, სადაც სამხედროების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

დელეგაციის შემადგენლობაში პრეზიდენტთან ერთად გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი გეგეჭკორი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე იყვნენ.

„მე ამაყი ვარ, რომ ვდგავარ იმ ხალხის გვერდით, ვისაც ქართული დროშა მსოფლიო მაშტაბით, ძალიან მაღლა აქვს აწეული. თქვენ ხართ ხალხი, რომლებსაც სამშობლოში ელოდებიან და რომლებითაც ამაყობენ! ამაყი ვარ იმით, რომ თქვენთან ერთად ვდგავარ და ასეთი ხალხის მთავარსარდალი ვარ! საქართველოში ყველა აფასებს იმას, რასაც თქვენ აკეთებთ, რადგან ეს არის ბრძოლა საქართველოს სიძლიერისათვის, ეს არის ბრძოლა მსოფლიოს სტაბილურობისთვის“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.