აქტუალური
ახალაიას, მელნიკოვს, ალანიასა და თოფურიძეს 3 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიესაჯათ

sasamartloსაქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. დათა ახალაიას, ოლეგ მელნიკოვს, გერონტი ალანიას და სოსო თოფურიძეს 2005 წელს ე.წ.მოდულის შენობაში სამი პოლიციელის - მალხაზ აზარაშვილ, დავით კურცხალიას და ზაზა მესხ ცემის ფაქტზე 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებით, ყველა პირს ბრალი დაედო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

ამასთან, დათა ახალაია კიდევ ერთ, 143-ე მუხლში, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს,  უდანაშულოდ ცნეს.

საქინფორმის მკითხველს შევახსნებთ, დათა ახალაია, გერონტი ალანია და სოსო თოფურიძე მიმალვაში იმყოფებიან, ოლეგ მელნიკოვი კი - პატიმრობაში.

სასამართლოს  დღევანდელ გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა, დაზარალებულებისა და ბრალდებულების ახლობლები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.