უცხოეთი
საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალები და ათზე მეტი რეაქტიული ნაღმმტყორცნია გატაცებული ლვოვის ოლქის შინაგანი ჯარების საწყობიდან. ამის შესახებ უკრაინის შს ცენტრალური აპარატი იუწყება.
იარაღის ნაწილი, შესაძლოა, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სოციალურ-პოლიტიკური ვითარების თვალსაზრისით არამშვიდ რეგიონებში მოხვდეს, - მიაჩნია სტრატეგიებისა და ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრის დირექტორს რუსლან პუხოვს.
„იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი საზღვრები გაძლიერებული დაცვის ქვეშაა, დიდი ალბათობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ იარაღის მნიშვნელოვანი ნაწილი არალეგალურად გადაიტანეს დასავლეთი ოლქების გავლით მეზობელ ქვეყნებში - რუმინეთში, ალბანეთში, დნესტრისპირეთში, ბალკანებზე. ბუნებრივია, შემდგომში ამ იარაღის ნაწილი შესაძლოა ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც მოხვდეს“, - განაცხადა პუხოვმა.