უცხოეთი
ღია მიმართვა მიხაილ გორბაჩოვს: რატომ დუმხართ?

gorbaCev-ucx-1საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. პოლიტოლოგმა ვიტალი ტრეტიაკოვმა წერილი მისწერა სსრკ-ის ყოფილ პრეზიდენტს იმ იმედით, რომ იგი რუსეთთან ყირიმის შეერთებას მხარს დაუჭერს.
პატივცემულო მიხაილ სერგეის ძევ!
მოგმართავთ თქვენთვის კარგად ნაცნობი ვიტალი ტრეტიაკოვი.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ თქვენ თვალსაჩინო როლი ითამაშეთ ორი გერმანიის გაერთიანებაში. ასევე, ცნობილია, რომ ამაყობთ იმით, რაც ამ გაერთიანებისთვის გააკეთეთ. არანაკლებ კარგადაა ცნობილი, რამდენად აფასებენ თავად გერმანელები, გერმანიის ელიტა და წამყვანი პოლიტიკოსები თქვენს წვლილს.

დღეს, როგორც ცნობილია, გერმანიის პოზიციაზე დიდად არის დამოკიდებული დასავლეთის ქვეყნების, ევროკავშირის, ნატოს გადაწყვეტილება იმ ქმედებების მიმართ, რომელთაც ისინი მიმართავენ ან არ მიმართავენ ყირიმის რესპუბლიკის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით და რუსეთთან გაერთიანების თაობაზე ყირიმსა და სევასტოპოლში პროგნოზირებადი რეფერენდუმის შესახებ.

რთულია, მაგრამ გასაგებია, რატომ არ შეაფასეთ ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენები ყირიმში, ის პოლიტიკური და ფიზიკური ზეწოლა, რომელიც უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთი ოლქების რუს მოსახლეობაზე ხორციელდება რუსი მოქალაქეების მიერ უარის გამოცხადების გამო, დაემორჩილონ უკრაინელი რადიკალ-ნაციონალისტების იდეებს, უგულებელყონ მშობლიური ენა, ნაციონალური იდენტობა, ნაციონალური ისტორია.

ახლა, ვფიქრობ, დადგა დრო, სწორედ თქვენ, კაცმა, რომელმაც ამდენი გააკეთეთ გერმანელების გაერთიანებისათვის, მიმართოთ გერმანიის კანცლერს, ქალბატონ მერკელს, ყველა გერმანელ პოლიტიკოსს,  გერმანელ ხალხს თხოვნითა და რჩევით, ხელი არ შეუშალონ რუსეთთან ყირიმისა და სევასტოპოლის მშვიდობიან გაერთიანებას. ნუთუ თქვენ, ვინც მიზნად დაისახეთ გერმანელი ხალხის გაერთიანება და მიაღწიეთ კიდეც ამას, არ სთხოვთ გერმანელ ხალხს, ხელი არ შეუშალონ რუსი ხალხის გაერთიანებას, რომელსაც თქვენც მიეკუთვნებით?  გერმანელმა ხალხმა და გერმანელმა პოლიტიკოსებმა თქვენი აზრის იგნორირება არ უნდა მოახდინონ, ხოლო თუ მოახდენენ, ეს მათ სინდისზე იქნება. ნუთუ არ სთხოვთ?

არ სთხოვთ?

არ სთხოვთ?

განა რუსი ხალხის ბედი ნაკლებად ძვირფასია თქვენთვის, ვიდრე გერმანელი ხალხისა? შეუძლებელია... ასე ვერ იქნება... მაშ, რატომ დუმხართ?

თქვენი პასუხის იმედით, არა ჩემთვის, არამედ რუსეთის მოქალაქეებისათვის.

ვიტალი ტრეტიაკოვი, პოლიტოლოგი, მოსკოვის სახელწიფო უნივერსიტეტის ტელევიზიის უმაღლესი სკოლის დეკანი
2014 წლის 12 მარტი