რელიგია
საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. განსაკუთრებული მოვლენა მართლმადიდებლურ სამყაროში - 12 საუკუნის შემდეგ, მსოფლიო საეკლესიო კრება 2016 წელს ჩატარდება. კრების თარიღი კონსტანტინოპოლში მართლმადიდებელი პატრიარქების შეკრებაზე დაასახელეს. თუმცა მანამდე მონაწილეები კრებაზე განსახილველ თემებზე უნდა შეთანხმდნენ.
სწორედ იურისდიქციასთან დაკავშირებით არსებული დავა გახდა იმის მიზეზი, რომ მართლმადიდებლობის ზეიმზე გასამართ საღვთო ლიტურგიაში მონაწილეობა არ მიიღო, კრება ნაადრევად დატოვა და დოკუმენტს ხელი არ მოაწერა ანტიოქიის ეკლესიის წარმომადგენლობამ.
კიდევ ერთი თემა, რომელზეც ეკლესიების მეთაურები შეთანხმებას ვერ ახერხებენ, საეკლესიო კალენდრის საკითხია (იხ. ვიდეო აქ).
„არის დაგროვილი მრავალი საკითხი, რომელიც ითხოვს შეთანხმებას, შეჯერებას და ახლებურ შეფასებას თანამედროვე სამყაროში... უწმიდესობის მიმართვა იქნა გაზიარებული და მსოფლიო პატრიარქმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აფხაზეთი არის საქართველოს ეკლესიის კანონიკური ტერიტორია ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე“, - განაცხადა გორისა და ატენის ეპისკოპოსმა მეუფე ანდრიამ (გვაზავა).