საზოგადოება
პრეზიდენტი მარგველაშვილი: „საერთაშორისო საზოგადოების მარცხმა, დაესაჯა რუსეთი 2008 წელს საქართველოში შემოჭრისათვის, მოსკოვს აფიქრებინა, რომ ყირიმის მიტაცებაც შერჩებოდა“

1-margv-saz-1-an-3საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. „საერთაშორისო საზოგადოების მარცხმა, დაესაჯა რუსეთი 2008 წელს საქართველოში შემოჭრისათვის, მოსკოვს აფიქრებინა, რომ  ყირიმის მიტაცებაც შერჩებოდა“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ, 2014 წლის 12 მარტს, AFP-სთან ინტერვიში (სრული ვერსია წაიკითხეთ აქ)

ის ფაქტი, რომ 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოში ხორცშესხმულ სცენარს, რომლის მიხედვითაც სამხედრო ძალით მიიტაცა სუვერენული ქვეყნის ტერიტორიები, იგი 2014 წელს სხვა ქვეყანის მიმართ იყენებს, ადასტურებს, რომ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ვერც ჩვენ და ვერც ჩვენმა პარტნიორებმა ვერ შევძელით წინ აღვდგომოდით რუსეთს.

...დღეს შეგვიძლია სინანულით განვაცხადოთ, რომ ჩვენ და მსოფლიო თანამეგობრობამ ვერ შევძელით ამ ექვსი წლის განმავლობაში გვეიძულებინა რუსეთი გაეცნობიერებინა ის, რომ მსგავსი ქმედებები არასწორი და არაეფექტიანია“ , - განაცხადა მარგველაშვილმა. მისი თქმით, რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები, როგორიცაა, მაგალითად, ყირიმის მცხოვრებლებისთვის რუსული პასპორტების დარიგება, არის 2008 წლის ომის პერიოდში გამოყენებული ტაქტიკის გამოძახილი. საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო საზოგადოებას ამჯერად უფრო მკაცრი რეაგირებისაკენ მოუწოდებს, რათა მომავალში კრემლმა ვერ შეძლოს რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო აგრესიის განხორციელება.

“...უნდა მოხდეს აშკარა და ძლიერი საპასუხო ქმედებების ფორმულირება, რაც ნიშნავს იმას, რომ მსგავსი სცენარები აღარასდროს გამეორდება და გავლენის სფეროების გადანაწილების (რუსული) იდეა ჩავარდება“, - განაცხადა, კერძოდ,  გიორგი მარგველაშვილმა.