რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: “ერთადერთი მამაკაცი რუსეთის ქართველთა შორის - ნიკა ცისკარიძეა!” წერილი პუტინს: ნუთუ რუსეთის კულტურის სამინისტრომ თვითნებურად შეიტანა სიაში ზურაბ წერეთელი?! არსებობს თუ არა რუსეთის ქართული დიასპორა?

1-cisk-mtროგორც გუშინ იუწყებოდა საქინფორმი, მსოფლიოში ცნობილმა რუსეთის ხელოვნების მოღვაწეებმა (დღეისათვის ხელმოწერების რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა და ეს პროცესი გრძელდება) ხელი მოაწერეს ღია წერილს უკრაინასა და ყირიმთან დაკავშირებით პრეზიდენტ ვ. პუტინის პოზიციის მხარდასაჭერად, რომელიც რფ-ის კულტურის სამინისტროს ოფიციალურ საიტზე განთავსდა. ხელმომწერთა შორის - ორი ქართველია: რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტი ზურაბ წერეთელი და რუსეთის სახალხო არტისტი, ა. ვაგანოვას სახელობის რუსული ბალეტის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლოზ ცისკარიძე.

არ დავმალავ, ამან გამახარა, თუმცა მოველოდი, რომ მილიონი ქართველიდან, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ და მუშაობენ და რომელთაგან ნახევარი - რუსეთის მოქალაქეა, თავის მეორე სამშობლოს მისთვის მძიმე წუთებში მხარდაჭერას გაცილებით მეტი გამოუცხადებდა, ვიდრე 0,0002% (1 000 000-ის სწორედ ამდენ პროცენტს შეადგენს 2).

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ჩემი სიხარული ნაადრევი იყო - გუშინვე, დღის მეორე ნახევარში, ქართულმა ტელევიზიამ გაავრცელა წერეთელის თანაშემწის - სერგი შაგუაშვილის კომენტარი, რომელმაც მისი შეფის მიერ ღია წერილის ხელმოწერის ფაქტი უარყო: “ის მოსკოვში არ იმყოფება და ხელი არ მოუწერია. საერთოდ, ის არასოდეს ჩარეულა და არ ერევა, და არ უნდა ჩაერიოს პოლიტიკაში. ის საერთოდ არასდროს აწერს ხელს არანაირ ქაღალდს! ის ყოველთვის პოლიტიკიდან განზე დგას. ეს სიები კულტურის სამინისტროში შეადგინეს... ის ხელოვნებას ემსახურება, ის - ხელოვნების მოღვაწეა. ამით ყველაფერია ნათქვამი”.

ნუთუ რფ-ის კულტურის სამინისტროს რომელიღაც მოხელემ რუსეთის სამხატვრო აკადემიის 80 წლის პრეზიდენტი სიაში თვითნებურად შეიტანა, მისი თანხმობის გარეშე?! თუ - კი, მაშინ რატომ არის ზურაბ წერეთელი ჯერ კიდევ ხელმომწერთა შორის?

სიმართლე გითხრათ, ეს უკვე ნაკლებად მაინტერესებს, იმიტომ რომ ამ უღირსი ფაციფუცისგან გული მერევა. ფაქტია, რომ ერთადერთი ქართველი ამ სიაში, რომელიც კაცურად არ შეუშინდა თავისი მოქალაქეობრივი პოზიციის გამოხატვას, ცისკარიძე აღმოჩნდა, არადა, ხელოვნების სახელოვან მოღვაწეთა თითოეულ ხმას ხომ გაცილებით დიდი რეზონანსი და მნიშვნელობა აქვს საზოგადოებაში, ვიდრე ასიათასობით უბრალო, ყველასათვის უცნობი მოქალაქის აზრს...

გამოდის, რომ მხოლოდ ბალეტის მოცეკვავე ცისკარიძემ უთხრა მადლობა რუსეთს იმისთვის, რომ მან მილიონზე მეტი ქართველი მიიღო და უპატრონა, ქართველ ტალანტებს ხელოვნების მწვერვალებისკენ გზა გაუხსნა, ქართველებს შესაძლებლობა მისცა, რუსეთში ემუშავათ და თავიანთი ოჯახებისთვის საქართველოში ყოველწლიურად 7 მილიარდი დოლარი გაეგზავნათ, ქართველებისათვის გამოცხადებული ნდობის გამო - რუსეთში ხელმძღვანელი სახელმწიფო პოსტები დაეკავებინათ!

გამოდის, რომ ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას რუსეთი კი არ უყვარს, არამედ ისე უყურებს, როგორც მეწველ ძროხას; რუს ხალხს მოძმედ არ მიიჩნევს და უწინდებურად, როგორც ბოლო წლების განმავლობაში, მხარს უჭერს სააკაშვილს, რომლის საარჩევნო უბანი მისი მმართველობის 9 წლის განმავლობაში ქართული ეკლესია იყო ბოლშაია გრუზინსკაიას №13-ში; რომ ისინი მართლაც ღირსები არიან იმ საქონელმზიდების, რომლებითაც ერთხელ თბილისში იქნენ დეპორტირებული.

ხოლო თუ არა, მაშინ უახლოეს დღეებში, ყირიმის 16 მარტის რეფერენდუმამდე, გამოქვეყნებული იქნება რუსეთის ქართული დიასპორის წერილი ასიათასობით ხელმოწერით უკრაინის მიმართ რუსეთის პოლიტიკის მხარსადასაჭერად. განა 2010 წელს პოკლონნაიაზე გახსნილ ძეგლს არ აწერია “ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ ერთად ვიყავით” (თუმცა მე ვთავაზობდი დაეწერათ “ჩვენ ვიყავით და ვიქნებით ერთად”)?!

ხოლო თუ ასეთი წერილი არ გამოქვეყნდება, მოგვიწევს კონსტატაცია, რომ რუსეთის ქართული დიასპორა არ არსებობს და რომ დიასპორული ერთობა რუსეთის ქართველებისთვის უცხო აღმოჩნდა მათი მანკიერი მენტალობის გამო.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2014 წლის 13 მარტი
საქართველო, თბილისი

1-cisk-1 1-cisk-2
1-cisk-3 1-cisk-4