უცხოეთი
დოკუმენტის პროექტი განსახილევლად რესპუბლიკელმა ედ როისმა წარმოადგინა, რომელიც საგარეო საქმეთა კომიტეტს ხელმძღვანელობს, ასევე პროექტის ინიციატორია კომიტეტის წევრი, დემოკრატი ელიოტ ენგელი. უწინ დოკუმენტის ტექსტი კომიტეტმა მოიწონა. რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ რუსეთის მხარის ქმედებები საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის საშიშროებას წარმოადგენს . „რეზოლუცია გმობს უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევას და მოუწოდებს სანქციების შემოღებისკენ რუსი მაღალჩინოსანი ოფიციალური პირების მიმართ“, - ნათქვამია კომიტეტის მიმართვაში.
როისის განცხადებით, მიღებულ დოკუმენტს კანონის ძალა არ გააჩნია და მხოლოდ წარმომადგენელთა პალატის პოზიციას გამოხატავს.