უცხოეთი
იაცენიუკი ობამასთან ყირიმში არსებულ სიტუაციასა და საპრეზიდენტო არჩევნებისათვის სამზადისზე იმსჯელებს

1-iaceniuki-ucx-1საქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. უკრაინის დელეგაცია პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკი ხელმძღვანელობით ოთხშაბათს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამასთან შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.

„აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა და პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი ყირიმში სიტუაციის დარეგულირების გზებს და, ასევე, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებისათვის სამზადისის ეკონომიკური მხარდაჭერის საკითხებს განიხილავენ“, - განაცხადა ბრიფინგზე საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორმა ევგენი პერებიინისმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თანაშეწის მოადგილემ ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში ტონი ბლინკენმა ტელეარხ NBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა იაცენიუკი თეთრ სახლში მხარდაჭერის გამოცხადებისთვის მიიწვია.

დავძენთ, რომ ვაშინგტონში უკრაინული დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ამერიკის კონგრესში, საერთაშორისო სავალუტო ფონდში და მსოფლიო ბანკში. ამასთან, 13 მარტს დაგეგმილია იაცენიუკის სტუმრობა გაეროს შტაბბინაში. ვიზიტის პროგრამით ასევე გათვალისწინებულია უკრაინის დელეგაციის ხელძღვანელის შეხვედრა გაეროს გენერალურ მდივან ბენ კი მუნთან.