აქტუალური
პრემიერი ღარიბაშვილი: „„ინვესტორებს საქართველოში ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ შესანიშნავი ადგილმდებარეობა და 900 მლნ-იანი ბაზარი“

1-investorebsსაქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო ინვესტორებს შესანიშნავ ადგილმდებარეობას და 900-მილიონიან ბაზარს სთავაზობს. ამის შესახებ პრემიერმა ისრაელი-საქართველოს მეორე ბიზნესფორუმის გახსნისას განაცხადა. შეხვედრა, რომლის ძირითადი მიმართულება კომუნიკაციები და კომუნიკაციების სფეროში ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაა, თბილისში დღეს გაიხსნა.

პრემიერის განმარტებით, კანონის უზენაესობა და კერძო საკუთრების დაცვა ხელისუფლების პრიორიტეტია და მთავრობა ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ საქართველო ბიზნესის წარმოებისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი ადგილი იყოს.

„ინვესტორებს საქართველოში ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ შესანიშნავი ადგილმდებარეობა და 900 მლნ-იანი ბაზარი. ამის გარანტიაა შეღავათების ზოგადი სისტემა 8 ქვეყანასთან, ამერიკის შეერთებული შტატების ჩათვლით, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა 2014 წლის სექტებრიდან და თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება დამოუკიდებელ სახწიფოთა თანამეგობრობასთან და თურქეთთან. ინვესტორებს ასევე ვთავაზობთ მყარ სუვერენულ ბალნსს, ლიბერალურ საგადასახადო სისტემას, რაც გულისხმობს დაბალი გადასახადების მხოლოდ 6 ფიქსირებულ ტიპს, კონსერვატიულ საბანკო სექტორს, განვითარებულ ინფრასტრუქტურას ვაჭრობის, ლოგისტიკისა და წარმოებისათვის, რაც მოიცავს მულტიმოდალურ საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო კომუნიკაციებს; კონკურენტული ფასებით და სტაბილურად მიწოდებულ ენერგორესურსებს; კვალიფიციურ სამუშაო ძალას კონკურენტული ტარიფებით“, -აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.