აქტუალური
საქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. ყირიმში რუსეთის ქმედებების მხარდაჭერის გამო რუსეთის სახალხო არტისტ სერგეი ბეზრუკოვის თბილისში დაგეგმილი სპექტაკლი გააუქმეს და ამის შესახებ ოფიციალურად აცნობეს მისი თეატრის ადმინისტრაციას.
ზემოთქმულთან დაკავშირებით საქართველოს კულტურის პალატამ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა.
„დღეს გავრცელებული რუსეთის სახალხო არტისტების წერილის გამო, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მეზობელი ქვეყნის უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციაში, საქართველოს კულტურის პალატამ მიიღო გადაწყვეტილება, გაუქმდეს მაისში დაგეგმილი სერგეი ბეზრუკოვის თეატრის გასტროლები თბილისში. კიდევ ერთხელ გვინდა გამოვუცხადოთ მხარდაჭერა უკრაინას, მის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენს მეგობარ გმირ უკრაინელ ხალხს", - ნათქვამია განცხადებაში.