უცხოეთი
ვიქტორ იანუკოვიჩი: „ვაპირებ მივმართო აშშ-ის ხელისუფლებას თხოვნით, სამართლებრივი შეფასება მისცეს უკრაინაში მომხდარს“

1-ukr-prez-ucx-3საქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. ვიქტორ იანუკოვიჩმა დონის როსტოვში პრესკონფერენცია გამართა. მედიასთან შეხვედრა საგამოფენო ცენტრ “ვერტოლ-ექსპოს“ დარბაზში მიმდინარეობდა. იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ იგი უკრაინის ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალია. ამასთან, იგი აპირებს მიმართოს აშშ-ის კონგრესს, სენატსა და უმაღლეს სასამართლოს თხოვნით, სამართლებრივი შეფასება მისცენ უკრაინაში მომხდარს.

რამდენადაც ჩემზე სხვადასხვა ხმები ვრცელდება, უნდა ვთქვა, რომ ცოცხალი ვარ, მაგრამ თავს კარგად არ ვგრძნობ იმის გამო, რაც უკრაინაში ხდება. ქვეყანაში ულტრანაციონალისტებისა და ნეოფაშისტების ბანდა მოქმედებს, რომლებიც პრეზიდენტის ხელისუფლებას უმიზნებენ, - აღნიშნა იანუკოვიჩმა, - მათ სურთ  ბანდერას დროშის ქვეშ გაერთიანებული არმია და სამოქალაქო ომის გაღვივება... მინდა ვკითხო ამ ბანდიტების მფარველებს დასავლეთში: თქვენ დაბრმავდით? დაგავიწყდათ, ფაშიზმი რა არის?“, – განაცხადა იანუკოვიჩმა.

იანუკოვიჩმა განმარტა, რომ კიევში არაკონსტიტუციური შეიარაღებული გადატრიალების დროს არსადაც არ გაქცეულა. „გადატრიალების მომენტში უკრაინის ტერიტორია არ დამიტოვებია. იმ დღეებში ჩემ მიმართ ცდილობდნენ ტერორისტული ქმედებების განხორციელებას, მაგრამ არაფერი გამოვიდა. როგორც კი ვითარება ამის საშუალებას მომცემს, კიევშ დავბრუნდები და ეს მოკლე ხანში მოხდება“, - განაცხადა მან.

“25 მაისს გამოცხადებული საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინის კონსტიტუციის 103– მუხლს ეწინააღმდეგება და არალეგიტიმურიაცხადია, რომ ის ექსტრემისტული ძალების ტოტალური კონტროლის ქვეშ ჩატარდება“, – აღნიშნა ვიქტორ იანუკოვიჩმა.

მისი თქმით, ის აპირებს მიმართოს აშშ–ის სენატსა და კონგრესს, რათა შეაჩეროს უკრაინის ექსტრემისტული ხელისუფლებისთვის 1 მილიარდი დოლარის გამოყოფა.