აქტუალური
საქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. ოფიციალური ბრიუსელი ყირიმში დაგეგმილ რეფერენდუმში საფრთხეს ხედავს. ეს რეფერენდუმი საშიშროებას უქნის მთელ ევროკავშირს, რადგან შესაძლოა ევროპის სხვადასხვა რეგიონში სეპარატიზმის პროვოცირება მოახდინოს, - ნათქვამია სპეციალურ განცხადებაში.
დიდი ბრიტანეთის პრემიერის დევიდ კემერონის განცხადებით, ლონდონი მზად არის ფინანსური ზარალი განიცადოს, მაგრამ მიიჩნევს, რომ ყირიმის ინტერვენციისთვის პუტინი უნდა დაისაჯოს.
„ევროპის კომისია მალე დაიწყებს მუშაობას დამატებით ზომებზე რუსეთის წინააღმდეგ. ეს მოიცავს ანგარიშების გაყინვას და სავიზო შეზღუდვებს. ჩვენი მთავრობის წარმომადგენლები და სამეფო ოჯახის წევრები არ ჩავლენ სოჭში პარალიმპიურ თამაშებზე. შექნილი ვითარების გამო გადავდებთ ყველა დაგეგმილ შეხვედრებს სამინისტროების დონეზე. ასევე განვიხილავთ სამხედრო თანამშრომლობის შეწყვეტის საკითხსაც“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.