უცხოეთი
„საქართველოს ხელისუფლებას ვთხოვთ, ქალაქ ნინოწმინდაში რუსული წიგნის სახლის გახსნის ნება დაგვრთოს“ - რუსეთის ჯავახკის დიასპორის მიმართვა საქართველოს ხელისუფლებისადმი

1-ninowm-axaliსაქართველო, 10 მარტი, საქინფორმი. 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით ხელისუფლებაში კოალიცია „ქართული ოცნება“ მოვიდა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილით სათავეში. ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს და კვლავაც ირწმუნებიან, რომ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაა.

როგორც ცნობილია, სამცხე-ჯავახეთის მხარესა და ახლომდებარე მუნიციპალიტეტებში ათზე მეტი რუსული სოფელია, სადაც დღეს ეთნიკური რუსები ცხოვრობენ. ჩვენ მივმართავთ და ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას, ქალაქ ნინოწმინდაში რუსული წიგნის სახლის გახსნის ნება დაგვრთონ. გახსნის ორგანიზაციასთან, უზურნველყოფასა და მის შენახვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს ჩვენი საზოგადოებრივი გაერთიანება საკუთარ თავზე იღებს.

რუსული წიგნის სახლი იქნება არა მარტო ობიექტი, სადაც ყველა მსურველს რუსულ წიგნებს შესთავაზებენ, არამედ ადგილიც, სადაც სხვადასხვა შეხვედრა ჩატარდება საკითხთა ფართო წრის განხილვით, რომლებიც სხვადასხვა ეროვნების ხალხების ჰუმანიტარულ თანაშრომლობას ეხება. ასეთი სახლი ნინოწმინდაში დიდი ხანია საჭიროა და ის რეგიონული კულტურული ცენტრის დატვირთვას მიიღებს.

რუსული წიგნის სახლის გახსნა უთუოდ წაადგება რუსულ-ქართული ურთიერთობის დათბობას და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოსა და რუსეთს შორის ჰუმანიტარული თანამშრომლობის განვითარებისთვის.