უცხოეთი
ისლამმიღებულმა რელიგიათმცოდნე შევჩენკომ რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ გაილაშქრა და მხარი დაუჭირა უკრაინელ ნეოფაშისტებს. ამავდროულად, იგი რფ-ის პრეზიდენტ პუტინთან არსებული ორი საბჭოს წევრია!

1-islamსაქართველო, 10 მარტი, საქინფორმი. ისლამმიღებული რელიაგიათმცოდნე მაქსიმ შევჩენკოს სახელი კარგადაა ცნობილი საქართველოში ჯერ კიდევ აფხაზეთის ომის დროიდან, როცა მან ქართველებს „სისხლიანი აბანო“ მოუწყო, რასაც არც მალავს და ამით ააყობს კიდეც. პოლიტიკური ორიენტაციით - ნაციონალისტი, ბანდერელი, ნეოფაშისტი და იუდოფობი, სექსუალურით - ჰომოსექსუალი, ის მრავალი წლის განმავლობაში თავს იკატუნებდა ჟურნალისტად და რუსეთის პატრიოტად, მუდმივად იყო ხან რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის, ხან - რფ-ის პრეზიდენტ პუტინთან მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და ადამიანთა უფლებების დაცვის საბჭოს წევრი, ხანაც რფ-ის პრეზიდენტ პუტინთან მოქმედი ერთაშორისი ურთიერთობის საბჭოს წევრი. ბოლო ორი საბჭოს (რომელთა თავმჯდომარე თავად ვლადიმერ პუტინია) წევრია შევჩენკო დღესაც.

თუმცა, როგორც ჩანს, ცდუნება, ზიანი მიეყენებინა რუსეთისთვის უკრაინაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით და დოლარის ეკვივალენტში „30 ვერცხლი“ დღეს იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ იუდამ - რჯულგამყიდველმა, თავისი საზიზღარი სიფათი გამოაჩინა და აშკარა ნაციონალისტური, ღრმად ვერაგული და პროვოკაციული რუსოფობიული ოპუსი დაწერა, რომელსაც საქინფორმის მკითხველებს ქვემოთ ვთავაზობთ (წაიკითეთ ორიგინალი აქ).

მაქსიმ შევჩენკო: „რუსული ისტორიის უკრაინული მიჯნა“

91-წლიდან მოყოლებული ბევრჯერ გამჩენია კითხვა - რატომაა, რომ რუსეთში ოფიციალური მედიისა და თავად პოლიტიკურ დონეზე ბატონობს უტიფარი, ამრეზილი დამოკიდებულება უკრაინის, უკრაინის მოსახლეობისა და უკრაინული კულტურისა და ისტორიის მიმართ? ბევრჯერ მინახავს სახელმწიფო ტელე და რადიოარხებზე (კერძოებზე რომ აღარაფერი ვთქვათ) სიტყვით გამოსული პოლიტოლოგები და სახელმწიფო დუმის დეპუტატები (წინა და ახლანდელი მოწვევისაც), რომლებიც რფ-სა და მთელ უკრაინაში ტრანსლირებდნენ თავის მოსაზრებებს იმის თაობაზე, რომ:

- ასეთი ხალხი, როგორიცაა უკრაინელები, არ არსებობს - ეს ერთგვარი შეუმდგარი სახეობაა რუსების (რომლის სრულყოფილ და იდეალურ ვარიანტს, რაღა თქმა უნდა, წარმოადგენენ მოსკოველები და პეტერბურგელები);

- უკრაინული ენა - რუსული ენის გარკვეული მცირერუსული დიალექტია, რომელმაც თავხედურად ესროლა გამოწვევა იდეალურ, „ლიტერატურულ“, იმავე „მოსკოვურსა და პეტერბურგულ Hochrussisch-ს:

- უკრაინა - ეს რაღაც შემთხვევითი ქვეყანაა, რომელსაც თითქოსდა მცირერუსეთი ან კიევის რუსეთი ჰქვია, ანდა კიდევ რაღაც (ოღონდ არა - უკრაინა!), თუმცა ბოლშევიკების ნებით, ნაცისტების, სტალინისტებისა და ამერიკელი იმპერიალისტების მხარდაჭერით, უტიფრად არსებობს და გამოწვევას ესვრის მშვენიერსა და ბრწყინვალე „რუსულ სამყაროს“ (ცხადია, ცენტრით მოსკოვში);

- უკრაინის ისტორია ბანდერო-პეტლიურული პროპაგანდის უცნაური ნაკრებია, რომლის მიზანსაც რუსეთის დიდი იმპერიული ისტორიის შერყვნა და ერთგვარი ისტორიული რუსოფობიული ანეკდოტის ვარიანტის შექმნა წარმოადგენს.

დარწმუნებული ვარ, რომ ვალენტინა მატვიენკო (ტიუტინა) (კამენეც-პოდოლსკის ოლქიდან) და ირინა იაროვაია (ჩერნიახოვსკაია) (დონეცკის ოლქის ქ. მაკეევკიდან) (რფ-ის პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარე და ქვედა პალატის აშკარა პოლიტიკური ლიდერი) არ მიიჩნევენ, რომ უკრაინელები, მათი ენა, ისტორია და ქვეყანა არ ყოფილა და არ იქნება.

დარწმუნებული ვარ, „უკრაინის სინდრომში“ (ასე ვუწოდოთ) მჟღავნდება პოსტსაბჭთა რუსეთის  წამგებიანი და უიმედო ნაციონალური პოლიტიკის „კაშჩეის საიდუმლო“ და მისი ავადმყოფობისა და შეუმდგარობის მთავარი საიდუმლო.

ახლა კიდევ ოფიციალურ პოლიტიკურ ენაში გაჩნდა ბუნდოვანი ტერმინი „რუსულენოვანი“, რომელსაც შესაძლებელია შეუსაბამო ნებისმიერი - გინდაც რომელიმე ევროპელი ფილოლოგი-რუსისტი, ჩეხოვისადმი სიყვარულის გამოისობით მხოლოდ რუსულად რომ ფიქრობს და მეტყველებს, გინდაც ყირგიზელი სამუშაოს მაძიებელი მიგრანტი, რომელსაც ძალიან უნდა მოსკოვურ ცხოვრებას მოერგოს, გინდაც ბრაიტონის მკვიდრი, თავის ფრენდებთან რომ რუსულ ლენგვიჯზე სფიქობს რესტორან „რუსკი სამოვარში“ ლანჩის მირთმევის შემდეგ.

ახალი რუსული ნაციონალიზმი შექმნილია რუსი ხალხის ბედის საბოლოოდ გადასაცემად ოლიგარქიული ბიუროკრატიისა და საერთაშორისო ფინანსური სპეკულანტების ხელში. „უკრაინელებისგან რუსების ხსნის“ თემა, ორი ხალხის დაპირისპირება, „რუსული ბედის“ ცალკეულ ისტორიულ წესრიგად ჩამოყალიბება უკრაინის ბედისგან - ამ პროექტის რეალიზაციის გზაზე გადადგმული დიდი და საშიში ნაბიჯია.

ბოლო რამდენიმე დღე ყირიმში გავატარე. იქიდან ეს ოფიციალური ისტერიული ზრუნვა უკრაინაში მცხოვრები რუსების დასაცავად არა მარტო უცნაურად, არამედ საზარლად გამოიყურება. რუსები და უკრაინელები ყირიმში ერთი ხალხია, რომელსაც აქ რუსულად და უკრაინულად თავისუფლად მოლაპარაკე „სლავებს“ უწოდებენ. „სლავებს“ იმიტომ, რომ მეორე შედარებით დიდი ხალხი აქ ყირიმელი თათრებია, რომლებიც საშინლად შეშფოთებული არიან. სლავები ყირიმში დაახლოებით 2 მლნ-ს შეადგენენ, თათრები - 300 ათასს. ამ მშვენიერი და შრომისმოყვარე ხალხის დიდი ნაწილი, რომლებსაც სტალინმა არა მარტო სამშობლო, არამედ სახელიც წაართვა, უბრალო გლეხები არიან, გეოპოლიტიკის სირთულეებში მაინცდამაინც ხეირიანად რომ ვერ ერკვევიან. მათ არასოდეს უნახავთ მოსკოვისგან რაიმე სიკეთე და არც წინაპრებისგან სმენიათ ამაზე რამე. მოსკოვი მათ წარმოდგენაში არის ადგილი, სადაც მთელ ხალხს უბრძანეს, 40 წუთში დაეტოვებინათ სამშობლო და ავტომატების ლულებქვეშ აზიის უცხო მხარეში გადახვეწილიყვნენ.

1-islam-1 1-islam-2
1-islam-3 1-islam-4
1-islam-5 1-silam-6