უცხოეთი
უკრაინელმა ნაცისტებმა აშშ-ს რუსეთის წინააღმდეგ ომისთვის 27 მლრდ დოლარის საფასურის უკრაინული საგანძურით გადაუხადეს

1-nacisti-ucx1საქართველო, 10 მარტი, საქინფორმი. 7 მარტს, დილის 2 საათზე, კიევის აეროპორტ ბორისპოლიდან უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის დაცვის თანხლებით საინკასატორო მანქანებით რამდენიმე ტონა ფასეული ტვირთის საბაჟო დათვალიერების გარეშე გატანის საიდუმლო ამოხსნილია. კომპეტენტური წყაროს ინფორმაციით, უკრაინის სახელმწიფო საცავიდან იმავე ღამეს გაიტანეს ძვირფასეულობა, რომლის საერთო ფასი, კუჩმას შეფასებით (2203 წ.), დაახლოებით 27 მლრდ დოლარს შეადგენს. ესაა უძველესი ოქროს სამკაულები, სურათები, უნიკალური ისტორიული არტეფაქტები. ჯერ კიდევ იუშჩენკოს პერიოდში ამერიკული სპეცსამსახურები უკვე ეცადნენ ამ საგანძურის გატანას, რომლის მარგალიტსაც „სკვითების საგანძური“ წარმოადგენს. კიევის ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ნებაყოფლობით გადასცა იგი თავის ამერიკელ პატრონებს გირაოს სახით კრედიტისათვის, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ უკვე მომხდარ სახელმწიფო გადატრიალებასა და სამხედრო პროვოკაციას მოხმარდა. ამ უკანასკნელის შედეგის მიუხედავად, ამერიკელებმა და მათმა კიეველმა მარიონეტებმა უკრაინის მოსახლეობის ხარჯზე შესაძლო ზარალი დააზღვიეს.

გაღვივებულია უძლიერესი ანტირუსული პროპაგანდა „ყირიმში რუსეთის აგრესიის“ შესახებ, გამორთულია რუსული ტელეარხები, უკრაინის მოსახლეობის მეტი დეზინფორმაციისთვის განთავსებულია ცნობები სევასტოპოლისკენ ამერიკული ავიამზიდების გადაადგილების (რაც, უბრალოდ, სასაცილოა) თაობაზე, ყირიმში რუსული დაჯგუფებების გასანადგურებლად. მოკლედ, ზუსტად მეორდება საქართველოს 2008 წლის ივლისის სიტუაცია, თანაც, მიხოც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ზის.

კიევის თვითგამოცხადებული ხელისუფლების უკან მდგარი რუსეთთან ბრძოლის ამერიკული პარტია ვა-ბანკზე წასვლას ჩქარობს აშშ-ის მომავალი საფინანსო წლის ბიუჯეტის დამტკიცების წინ. ობამას მიერ დაგეგმილი სამხედრო ხარჯების სეკვესტრის თავიდან ასაცილებლად მან უნდა შექმნას ახალი მსოფლიო ომის საფრთხე, რომლის დადგმა აშშ-სთვის განსაკუთრებული რისკის გარეშე შეიძლება ყირიმში უკრაინა-რუსეთის სამხედრო კონფლიქტში.