საზოგადოება
კახეთსა და ოდესის ოლქს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება

telaviდღეს თელავში, კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში, კახეთსა და უკრაინის ოდესის ოლქს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი და ოდესის ოლქის ვიცე-გუბერნატორი ანატოლი ნოვაკოვსკი მოაწერენ.

გუბერნატორის ადმინისტრაციაში საქინფორმს განუცხადეს, რომ მემორანდუმი სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის, ჯანდაცვის, კულტურის, ტურიზმისა და ეკოლოგიის სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს. ოდესის ოლქიდან თორმეტკაციანი დელეგაცია კახეთში დღეს ჩამოვა. უკრაინელი სტუმრები კახეთის ღირსშესანიშნაობებსაც დაათვალიერებენ. დელეგაციის წევრები საქართველოში ორ დღეს დარჩებიან. „კახეთის მხარესა და ოდესის ოლქს შორის ურთიერთობას საფუძველი ერთი წლის წინათ ჩაეყარა. ოფიციალური დელეგაცია კახეთიდან ოდესაში უკვე იმყოფებოდა“, - განაცხადეს კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში.