აქტუალური
ვიეტნამში საოკუპაციო ჯარების გმირმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კერიმ რუსეთს ულტიმატუმი წაუყენა და დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტითა და ომით დაემუქრა!

1-kerry-akt-1საქართველო, 10 მარტი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისა და რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბრის დროს ამერიკულმა მხარემ გააფრთხილა იმის შესახებ, რომ რუსეთის მოქმედებამ ყირიმში შესაძლოა გამოიწვიოს უკრაინაში კრიზისის მოგვარების დიპლომატიური გზების ამოწურვა, ანუ - აშშ-სა და რფ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა და არადიპლომატიურ, ომის გზაზე გადასვლა.

“კერიმ მიანიშნა,: რომ თუ სამხედრო ესკალაცია და პროვოკაციები ყირიმში ან კიდევ სადმე უკრაინაში გაგრძელდება, თუ ყირიმის რუსეთთან შეერთების მცდელობები არ შეწყდება, ეს ყველაფერი დიპლომატიისთვის არანაირ სივრცეს არ დატოვებს. მან მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდა”, - განმარტავს წყარო აშშ=ის სახელმწიფო დეპარტამენტში.