უცხოეთი
ვლადიმერ პუტინმა რფ-ის უშიშროების საბჭოს წევრებთან ერთად რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ ყირიმის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებაზე იმსჯელა

1-reSenie-ucx-2საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. რფ-ის პრეზიდენტმა პუტინმა რფ-ის უშიშორების საბჭოს წევრებთან თათბირი გამართა, სადაც უკრაინაში არსებული სიტუაცია განიხილეს, მათ შორის ყირიმის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ.

სხდომაში მონაწილეობა მიიღეს რფ-ის მთავრობის თავმჯდომარე დიმიტრი მედვედევმა, პარლამენტის ზედა პალატის სპიკერმა ვალენტინა მატვიენკომ, სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე სერგეი ნარიშკინმა, კრემლის ადმინისტრაციის უფროსმა სერგეი ივანოვმა, ფე-ეს-ბეს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა, შს მინისტრმა ვლადიმერ კოლოკოლცევმა, თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ და მუდმივმა წევრმა ბორის გრიზლოვ.

პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, სხდომაზე უკრაინის სიტუაცია განიხილეს, მათ შორის, ყირიმის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება რუსეთთან მიერთების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ რეფერენდუმი ყირიმის სტატუსის შესახებ 16 მარტს გაიმართება. მასზე ორი საკითხი გავა. ერთ-ერთი მათგანი რფ-ის შემადგენლობაში ფედერაციის სუბიექტად ყირიმის შესვლა იქნება.