აქტუალური
აშშ-მა უარი განაცხადა ყირიმში რეფერენდუმის ცნობაზე

1-otkazalis-akt-2საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. აშშ-მა უარი განაცხადა ყირიმში 16 მარტს დაგეგმილი რეფერენდუმის ლეგიტიმურობის ცნობაზე ნახევარკუნძულის რუსეთთან შეერთების შესახებ. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს-პრესი“ იუწყება.

ვაშინგტონში აღნიშნეს, რომ ყირიმთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება შესაძლებელია მიღებული იქნეს მხოლოდ კიევში უკრაინის ცენტრალური ხელისუფლების მიერ. „არ შეიძლება არსებობდეს ისთი სტუაცია, სადაც ქვეყნის ლეგიტიმური მთავრობა სახელწიფოს ცალკეულ ნაწილებთან დაკავშრებული გადაწყვეტილების მიღებიდან გამოირიცხება“, - განუცხადეს ჟურნალისტებს თეთრ სახლში.

ყირიმში 16 მარტს უნდა გაიმართოს რეფერენდუმი ტერიტორიის მომავალი სტატუსის შესახებ. ბიულეტენში დასმული იქნება ორი კითხვა: „მომხრე ხართ თუ არა რფ-ის შემადგენლობაში  ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის სუბიექტად შესვლისა?“ და „მომხრე ხართ თუ არა ყირიმის 1992 წლის კონსტიტუციის აღდგენისა და ყირიმის, როგორც უკრაინის ნაწილის, შენარჩუნებისა?“.

რეფერენდუმის არაკანონიერების შესახებ ევროკავშირის წარომადგენლებიც აცხადებდნენ. ასე მაგალითად, ევროკავშირის ელჩმა კიევში იან ტომბინსკი განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიის ცვლილების საკითხი მხოლოდ საყოველთაო რეფერენდუმზე შეიძლება გადაწყდეს.

6 მარტს ყირიმის პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი ნახევარკუნძულის შესვლას რუსეთის შემადგენლობაში და შესაბამისი თხოვნა რფ-ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს გაუგზავნა. ოფიციალური პასუხი მოსკოვს ჯერ არ გაუცია.