უცხოეთი
ნობელის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გეირ ლუნდესტადი: პუტინი ნობელის მშვიდობის პრემიაზეა წარდგენილი

1-premia-ucxსაქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინეს. ამის შესახებ ნობელის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ოსლოში გეირ ლუნდესტადი იუწყება.

მიმდინარე წელს სიაში რეკორდული რაოდენობის - 278 კანდიდატია წარმოდგენილი, მათ შორისაა ედვარ სნოუდენი და რომის პაპი ფრანცისკი. ნობელის კომიტეტი პრემიის ლაურეატებს ოქტომბრის შუა რიცხვებში გამოავლენს. გასული წლის სექტემბერში სულიერი ერთობისა და მსოფლიო ხალხთა თანამშრომლობის საერთაშორისო აკადემიამ ვლადიმერ პუტინის ნობელის პრემიაზე წარდგენის შესახებ განაცხადა. ნობელის კომიტეტისადმი მიმართვას ხელი იოსებ კობზონმა მოაწერა.

2009 წელს ნობელის მშვიდობის პრემია აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას მიენიჭა.