უცხოეთი
ტიმოშენკოს ინტერვიუ: შავი ზღვის ფლოტი, გაზი და ქუსლები

1-timoSenko-ucx-1საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. უკრაინის ექს-პრემიერმა იულია ტიმოშენკომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტი უკრაინის არასტაბილურობის წყაროდ დაასახელა. უფრო მეტიც, მისი თქმით, რუსი სამხედროები რეგიონიდან უნდა გააძევონ. ამის შესახებ ტიმოშენკომ ბრიტანულ ტელეარხ BBC-თან ინტერვიუში განაცხადა.

„შავი ზღვის ფლოტი, განსაკუთრებით ი მოვლენების შედეგ, რაც ხდება,  უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო არასტაბილურობის, ომის კერად უნდა დასახელდეს. ამიტომ საჭიროა, რაც შეიძლება სწრაფად უკრაინიდან მოშორდეს შავი ზღვის ფლოტი. მხედველობაში მაქვს, რომ ხარკოის შეთანხმება დენონსირებული უნდა იქნს. ჩვენ კი ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე ეს ფლოტი ამ ქვეყნიდან მოშორდეს. იმიტომ, რო ესაა ომის კერა, რომლის დატოვებაც უკრაინაში არ შეიძლება“, - განაცხადა ტიმოშენკომ.

ინტერვიუში ტიმოშენკომ ილაპარაკა თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც და აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში ოპერაციას გაიკეთებს. ამასთან, განმარტა, რატომ მოხდა, რომ ხერხემალზე სერიოზული პრობლემების მიუხედავად, უარი არ თქვა მაღალ ქუსლებზე.

„სრულებით ნორმალურად ვეყრდნობი მარცხენა ფეხს და ქუსლი ხელს არ მიშლის. ამავდროულად, არ შემიძლია მარჯვენა ფეხზე დგომა და ქუსლი აქაც არაფერში მიშლის ხელს. ქუსლები, შესაძლოა, ჩემი ბრძოლის ნაწილი და სიმბოლოც იყოს იმის წინააღდეგ, რომ ჩემი გატეხა სურდათ“, - აღნიშნა მან.

ტიმოშენკომ ასევე განაცხადა, რომ 2009 წელს რუსეთსა და უკრაინას შორის ხელმოწერილმა შეთანხმებამ გაზის თაობაზე მომავალშიც უნდა იმუშაოს. „უკრაინისათვის გაზის ფასის საკითხი მისი თავისუფლების საკითხია. კიევმა მასში საბაზრო ფასი უნდა გადაიხადოს“, - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.