სამართალი
საგანგაშო სტატისტიკა

shss2შს სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს განზრახ მკვლელობის 113, მკვლელობის მცდელობის - 171 და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების 95 ფაქტი დაფიქსირდა.

სტატისტიკის თანახმად, აღნიშნული კანონსაწინააღმდეგო ქმედებებიდან მკვლელობის - 1, მკვლელობის მცდელობის - 5, ხოლო ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების – 4 ფაქტი არასრულწლოვნებზე მოდის.

რაც შეეხება მიმდინარე წელს დაფიქსირებულ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების სისხლის სამართლის საქმეებს, 95 შემთხვევიდან 55 გაუპატიურებაა. სამართალდამცველებმა 23 შემთხვევაში გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი პირი გამოავლინეს, 32 საქმე კი ამ დროისთვის გაუხსნელად ითვლება.