სამართალი
ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

avaria2მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ახალგაზრდა ქალბატონს "გოლფის" მარკის ავტომობილი დაეჯახა. ავარია მსხვერპლით დასრულდა.

თვითმხილველების განცხადებით, შემთხვევის დროს ფეხით მოსიარულე გზაზე აკრძალულ ადგილას გადადიოდა. მანქანის მძღოლმა კი დამუხრუჭება ვეღარ შეძლო. ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა.

საპატრულო სამსახურის თანამშრომლებმა ავტომობილის მძღოლი დააკავეს. გარდაცვლილის ცხედარი კი თბილისის მთავარ პროზექტურაში გადაასვენეს, სადაც მას ექსპერტიზა ჩაუტარდება.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება უკვე მიმდინარეობს.